Saturday, October 4, 2014

პროექტის პორტფოლიო


დასრულდა ტრენინგი --- ,,პროექტებით სწავლება". მომეცა შესაძლებლობა მესწავლა ის რაც ასე ძალიან მაინტერესებდა. დღეს ბლოგზე ავტვირთე ჩემი 9 დღის ნამოღვაწარი. მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს ამ შესაძლებლობისთვის. ამ ტრენინგზე განხორციელებული აქტივობები დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში, რაც უდავოდ გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში ადგილის დამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში.

Sunday, September 28, 2014

ტრენინგი დასარულს უახლოვდება. დღეს გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს.უკვე შევავსე პროექტის გეგმაც.თითქმის ყველა მასალა მზადაა. მარტივად და გსაგებად მიმდინარეობს ტრენინგი. მადლობა ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ეს არის შეძენილი ცოდნა, რომელიც გამომადგება სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

Sunday, September 21, 2014

ტრენინგის მე-6 დღეც დასრულდა. აქტიური და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღეც. უფრო მეტად დავუახლოვდი და გავიგე რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ნაშრომები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

Saturday, September 20, 2014

 საინტერესოდ მიმდინარეობდა ტრენინგის მე-5 დღე, გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისაუბრეთ უკუკავშირებზე. გავეცანით დაწყვილების მაგალითებს .

Sunday, September 14, 2014

უკვე მეოთხე დღეა ტრენინგისა-,,პროექტებით სწავლება". უკვე ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის გეგმა, ახლა დეტალებს ვსწავლობ და ამით მეტად კმაყოფილი ვარ. შევადგინე ბუკლეტი და ვმუშაობ პროექტის პრეზენტაციაზე. ტრენინგი მეტად მნიშვნელოვანია . აღსანიშნავია, რომ ტრენერი ქ-ნი ირინა გასაგებად და მაღალპროფესიონალურად გვაწვდის შესასწავლ მასალას.

Sunday, September 7, 2014

refleqsia

დასრულდა მეორე დღე ტრენინგისა-,,პროექტებით სწავლება". კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება აქტუალური და აუცილებელიცაა უკვე 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად. ვიმედოვნებ, ტრენინგის შემდეგი დღეები უფრო ნაყოფიერი იქნება და მეტად დავხელოვნდები ამ მხრივ მუშაობაში.